EUvsDisinfo საქართველოში!

პრორუსული დეზინფორმაციის ხმა საქართველოში დიდი ხანია გაისმის, მისი სამიზნე კი საქართველოს სუვერენიტეტი, მისი ფასეულობები და ევროპული მისწრაფებებია.

2019 წლის 18-23 ნოემბრის კვირაში ჩვენ უდიდესი ყურადღებით განვიხილავთ, თუ რა ხდებოდა საქართველოში, რადგან სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტები, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, დიპლომატები, ახალგაზრდა პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია ევროკავშირიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, დასავლეთ ბალკანეთიდან და შუა აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონიდან, თბილისში შეიკრიბებიან კონფერენციაზე სახელწოდებით „ყურადღება, დეზინფორმაცია!“

გარდა კონფერენციისა, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და მრავალ სხვა მონაწილესთან – დაწყებული საერთაშორისო და ქართული ინსტიტუტებით, დამთავრებული განათლების სექტორის და ეკლესიის წარმომადგენლებით – დეზინფორმაციის ტაქტიკის, მესიჯების და რაც ყველაზე მთავარია – ამ გამოწვევაზე ერთობლივად რეაგირების გზების განხილვის მიზნით.

ყველა ღონისძიება ორგანიზებულია საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტთან, ნატოს საინფორმაციო ცენტრთან და ევროკავშირთან და არამომგებიანი ორგანიზაციების კოალიციასთან ერთად: განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის “ProDemos”.

სტრატეგიული კომუნიკაციის კვირა საქართველოში ემყარება ევროკავშირის სამოქმედო გეგმას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ევროკავშირის სამეზობლოს მასშტაბით პრორუსული საფრთხის უკეთ გააზრების და ერთობლივი რეაგირების გაძლიერების მიზნით.
თვალი გვადევნეთ ჩვენს Facebook-ის და Twitter-ის გვერდებს, რადგან მომავალი კვირის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო ღრმად განვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პრორუსული დეზინფორმაციის საკითხს და მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას საქართველოს მხრიდან დეზინფორმაციაზე რეაგირების შესახებ.

ჩვენი კვირეულის ჰეშტეგია #ყურადღებადეზინფორმაცია!

კვირის ბოლოსთვის თქვენ გეცოდინებათ:

• თუ როგორ გახდა საქართველო დეზინფორმაციის სამიზნე ერთი საუკუნის წინ და რატომ არის ეს აქტუალური დღეს;
• რა არის ლუგარის ლაბორატორია, როგორ აღმოჩნდა ის პრორუსული მედია-საშუალებების სათაურებში და როგორ ცდილობენ მის გამოყენებას საზოგადოების შიშზე თამაშის მიზნით;
• რა საერთო აქვს საქართველოს ანტიქრისტესთან რუსული ტელევიზიის მიხედვით;
• რატომ მოიცავს მონაცემთა ბაზა EUvsDisinfo პრორუსული დეზინფორმაციის 300-ზე მეტ შემთხვევას საქართველოს წინააღმდეგ, რომლებიც ავრცელებს სიცრუეს და ყალბ ფაქტებს როგორც საქართველოს შესახებ, ისე თავად ქვეყნის შიგნით – დაწყებული მკვლელი კოღოების გავრცელებით, დამთავრებული პროვოკაციების ორგანიზებით რუსეთის წინააღმდეგ;
• როგორი წარმატებით უწევენ ქართველები უწყვეტ წინააღმდეგობას დეზინფორმაციის კამპანიებს.

გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ ხართ ჩვენი ყოველკვირეული #DisinfoReview ხელმომწერი, რადგან მომდევნო კვირაში მას პირდაპირ თბილისიდან გამოგიგზავნით.

ამასობაში კი უკეთ გაეცანით კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთ ფლაგმანს – „სპუტნიკს“ და მის საქმიანობას საქართველოში; და იხილეთ ჩვენი ახალი სახელმძღვანელო საზოგადოებრივი კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის იმ საკითხზე, თუ როგორ ამოიცნოთ და უპასუხოთ პრორუსულ დეზინფორმაციას – ამ სახელმძღვანელოს პრეზენტაციას თბილისშიც მოვაწყობთ.

დიდი მადლობა!

Disclaimer

Cases in the EUvsDisinfo database focus on messages in the international information space that are identified as providing a partial, distorted, or false depiction of reality and spread key pro-Kremlin messages. This does not necessarily imply, however, that a given outlet is linked to the Kremlin or editorially pro-Kremlin, or that it has intentionally sought to disinform. EUvsDisinfo publications do not represent an official EU position, as the information and opinions expressed are based on media reporting and analysis of the East Stratcom Task Force.

    Your opinion matters!

    Data Protection Information *

      Subscribe to the Disinfo Review

      Your weekly update on pro-Kremlin disinformation

      Data Protection Information *

      The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.