ბრძოლა მხრებისთვის - რომელი ვაქცინა უნდა გამოვიყენოთ?

თებერვალი 01, 2021

კრემლის პოზიციიდან კოვიდ-19-ის ვაქცინა „სპუტნიკ V“ მძვინვარე იდეოლოგიურ თავდასხმად გადაიქცა, რომელსაც ვერბალური „ცივი ომის“ ელფერი დაჰკრავს.

კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული რუსული დეზინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

საგრძნობლად ძლიერდება „ვაქცინის დიპლომატიის“ კამპანიის სახელით ცნობილი ტენდენციები, რომლებიც ჩვენს უახლეს სპეციალურ ანგარიშშიც მოხვდა. კრემლი აქტიურად იყენებს დიპლომატიურ არხებს, სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფ მედიას და ალტერნატიული და ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებების ქსელებს „სპუტნიკ V“-ის უპირატესობის შესახებ თავისი ნარატივის მხარდასაჭერად.

ახალი წლის შემდეგ ტონი და მედიასივრცე მნიშვნელოვნად გაძლიერდა. „სპუტნიკ V“-ის რეკლამა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ პროცესს თან ახლავს სხვა ვაქცინების, განსაკუთრებით ისეთი დასავლური ვაქცინების, როგორიცაა Pfizer/BioNTech, Moderna და AstraZeneca, მასიური, ვულგარული და შეცდომაში შემყვანი დისკრედიტაცია ფაქტობრივად უწყვეტი ბანერების სტილში. Pfizer/BioNTech-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ნახევრადსიმართლეებითა და ცილისწამებებით საზრდოობს.

ამავე დროს, ნებისმიერი კრიტიკული აზრი, რომელიც „სპუტნიკ V“-ის კვლევის შედეგების ნაკლულობასა და გამჭვირვალობას ეხება, რუსოფობიულ რეაქციად შეირაცხება ხოლმე და წარმოჩინდება, როგორც დასავლეთის მიერ გაჩაღებული „ვაქცინების ომი“. ეს ლოგიკურია, თუ ფრთხილი და დადასტურებული სერტიფიცირების ნაცვლად, ვაქცინების გამოშვების მიმართ იგივე დამოკიდებულება გვექნება, რაც საავტომობილო რბოლის მიმართ.

ასევე, აღნიშვნის ღირსია დუმილი ჩინეთის ვაქცინებზე. პოლიტიკის სხვა სფეროებისგან განსხვავებით, სადაც რუსეთი ღიად ახდენს ჩინეთთან ურთიერთობების პოპულარიზაციას, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სცენის მიღმა რჩება ჩინური ვაქცინების ისეთი ბრენდები, როგორიცაა Sinovac ან Sinopharm.

საქმე მხოლოდ ფარმაცევტულ პრეპარატებს არ ეხება

ის, რაც პროკრემლისტურ მედიას გასულ წელს აკლდა, 2021 წლის დასაწყისშივე შეემატა: დაიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა ისეთი გააფთრებით, რომ უნებლიედ ცივი ომი და იდეოლოგიური კონკურენცია გაგახსენდებათ. ამას თან ახლავს სანგრების თხრა, ბრმა ან ვიწრო თვალთახედვის მქონე დამოკიდებულება საკუთარი მდგომარეობის მიმართ.

ეს ცალმხრივი თავდასხმაა. აღსანიშნავია, რომ ეს რიტორიკა პროკრემლისტურ გამოცემებში მუშავდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, თუმცა საპასუხო „სარკისებრი“ რიტორიკა კოვიდის ვაქცინის მწარმოებელი დიდი ქვეყნებისგან (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) არ ისმის.

„ბრძოლის ველი“ განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამწვავდა: უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სომხეთის მედიაბაზრებზე წვდომა მარტივია. ნაკლებად მარტივია აზერბაიჯანსა და ბელარუსში, სადაც ადგილობრივი მთავრობების მიერ უფრო მკაცრი მედიის კონტროლი აწესებს ლიმიტებს.

ძირითად მოთამაშეებად გამოდიან რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები, როგორიცაა სატელევიზიო არხი „როსია 1“, „როსია-24“, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ და მულტიმედიური პლატფორმა „სპუტნიკი“, რომელიც ძირითადი საშუალებაა უცხოენოვანი ჯგუფებისთვის ხმის მისაწვდენად და რომელიც 20+ ენაზე მაუწყებლობს. აქტიურად გამოიყენება სოციალური მედიის პლატფორმებიც, რისი მაგალითიცაა „რია ნოვოსტის“ მიერ შექმნილი ტეგი „Pfizer, Inc.“ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. უარყოფითი ამბების რაოდენობა და ინტენსივობა გაიზარდა ნოემბერში, როგორც ეს აქ არის წარმოდგენილი: Pfizer/BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.

მოკლე სახით პროკრემლისტური ნარატივები შეიძლება შემდეგნაირად წარმოვადგინოთ:

-„სპუტნიკ V“-ის ვაქცინა პირველია, ის სავსებით ეფექტურია და არ აქვს გვერდითი ეფექტები.“

-„სპუტნიკ V“ გლობალური წარმატებაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ქვეყანა ყიდულობს ან დაინტერესებულია „სპუტნიკ V“-ის შეძენით, მათ შორის, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები“.

-„დასავლეთი (აშშ და ევროკავშირი) მთელი მსოფლიოს მასშტაბით აიძულებს მთავრობებს, უარი თქვან სპუტნიკ V“-ის შეძენასა და გამოყენებაზე“

– „ევროპაში მდგომარეობას აზიანებს კარანტინები, რასაც ართულებს ევროკავშირის ბიუროკრატია და ეროვნული ვაქცინაციის ნელი პროგრამები“.

 

ნუ იქნები მოღალატე!

რუსეთის წამყვან მედიასაშუალებებში გასულ წელს იმართებოდა დისკუსია „სპუტნიკ V“-ის გვერდით ეფექტებზე და რუსეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის გაშვების ტემპზე. თუმცაღა, კრიტიკა ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ისმოდა მცირე ოპოზიციურ პლატფორმებზე, როგორიცაა ნოვაია გაზეტა ან ჩნდებოდა რუსეთის საზღვრებს გარეთ არსებულ მედიასაშუალებებში, როგორიცაა რიგაში მოქმედი მედუზა.

ახალი წლის შემდეგ დისკუსიამ იდეოლოგიური ხასიათი შეიძინა. მოხდა დაყოფა სისტემის და ხელისუფლების მომხრეებად-ან-მოწინააღმდეგეებად. მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომ პუტინის მომხრეების-ან-მოწინააღმდეგეების ბანაკი გამოკვეთილიყო, რადგანაც პუტინის მხარდაჭერის რეიტინგსა და „სპუტნიკ V“-თან / ვაქცინებთან დაკავშირებულ სკეპტიციზმს შორის კორელაცია არ არსებობს. რუსეთის მოსახლეობა საგრძნობი სკეპტიციზმით ეკიდება აცრებს და ამაზე მეტყველებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები , სადაც ჩანს, რომ ხალხის 60%-ს აცრა არ სურს.

 

ამასობაში გადავავლოთ თვალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს…

პროკრემლისტური გამოცემები წამყვან რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ნარატივების დუბლირებას ცდილობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, თუმცა ეს პროცესი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ორი ყველაზე გამორჩეული ნარატივი „სპუტნიკ V“-ის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პოპულარიზაციას ეწევა და ამავე დროს, დასავლეთის ვაქცინების, კერძოდ კი Pfizer/BioNTech-ის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას სცხებს ჩირქს.

უკრაინაში

პროკრემლისტური მედია კონცენტრირებულია სამ ძირითად თემაზე: – „სპუტნიკ V“-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა; – დასავლეთში შექმნილი ვაქცინების, კერძოდ კი Pfizer/ BioNTech-ის სავარაუდო საფრთხე – „“, რომელსაც უკრაინის მთავრობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ ახორციელებს მიერ შეთავაზებული „სპუტნიკ V“-ის გამოყენებაზე უარის თქმით (NewsOne, 29 დეკ).

ამასთან ერთად, მტკიცებას გამამყარებელ არგუმენტად თან ახლავს კონსპირაციული თეორია თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატები კიევს აიძულებს, უკრაინელები ამერიკული ვაქცინით აცრას და რუსული ვაქცინების გამოყენებას უკრძალავს (Strana.ua, 17 ოქტ, 112, 27 დეკ)

ინტერპრეტაციისთვის აირჩიეს ლოკალური ტესტირება, სადაც ამერიკული ვაქცინის გამოცდა მოხდება მოხუცებზე და დონბასში მომსახურე
სამხედროებზე და ასე შეიქმნა მათი, როგორც განწირული საცდელი ცხოველების სურათი: დასავლური ვაქცინები საშიშია, ადამიანები იღუპებიან.

საქართველო

პროკრემლისტური მედია როგორც სხვაგან, ისე საქართველოშიც იმეორებს დასავლეთში შექმნილ ვაქცინებთან, კერძოდ Pfizer/BioNTech-თან დაკავშირებული სავარაუდო საფრთხეების თემას და ამავე დროს, რუსეთში დამზადებული „სპუტნიკ V“-ის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას უსვამს ხაზს. დამატებითი კონსპირაციული ნარატივები ამტკიცებენ, რომ Pfizer-ის ვაქცინა ცვლის ადამიანის დნმ-ს. ადგილობრივი აქტორები ავრცელებენ მსგავს ნარატივებს. ევროკავშირი ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს დეზინფორმაციას იყენებს და ბოროტად ესხმის თავს „სპუტნიკ V“-ს.

მოლდოვა

პროკრემლისტური დეზინფორმაციის უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია „სპუტნიკ V“-ის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პოპულარიზაციაზე და ამავე დროს, ჩირქს სცხებს დასავლური ვაქცინების უსაფრთხოებას, როგორც ამ სტატიებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის წინააღმდეგ. დეზინფორმაციის სხვა შემთხვევები ვაქცინების საწინააღმდეგო კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს. ევროკავშირის ხსენებისას დეზინფორმაციის ავტორები ისე წარმოაჩენენ ვითარებას, თითქოს ევროკავშირი „აღრიცხვის სიებს“ (აცრის პასპორტებს) ამზადებდეს მათთვის, ვინც უარს იტყვის ვაქცინაზე იმ პირობებში, როცა მოქალაქეები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. რამდენიმე სტატიაში ევროკავშირი დადანაშაულებულია დასავლური ფარმაცევტული კომპანიების დასაცავად „სპუტნიკ V“-ის წინააღმდეგ „საინფორმაციო ომის“ გაჩაღებაში.

ბელარუსი

კონსპირაციული თეორიები და აცრების საწინააღმდეგო განწყობა მინიმალურ დონეზე რჩება ძირითადად მკაცრი სამთავრობო ცენზურის გამო.

ბელარუსში არსებული პროკრემლისტური მედიაგამოცემები მკაცრად მიყვებიან დამატებით ნარატივებს, რომლებიც, პირველ რიგში, რუსეთში დამზადებული ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პოპულარიზაციას გულისხმობს, ხოლო ამის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლეთში დამზადებული ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. ამას ემატება დასავლური წესრიგის გარდაუვალი ჩამოშლა (იან 7, Sputnik Belarus).

კოვიდ-19-ის პანდემია გვიჩვენებს სრულიად უსუსურ და დაყოფილ ევროკავშირს, ხოლო რუსული ვაქცინა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპული ანალოგები. პანდემიასთან ეფექტურად გამკლავების ნაცვლად ევროკავშირი ტოტალიტარულ იმპერიად იქცა (3 დეკემბერი 2020, Imhoclub.by) (30 ნოემბერი 2020, Baltnews).

ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები კონცენტირებულია მოსახლეობის აცრის კუთხით ჩინეთისა და რუსეთის მიერ მიღწეულ წარმატებაზე და მათთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნების არაკომპეტენტურობაზე იმავე საკითხში.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს მედიაგარემოს და აცრების საწინააღმდეგო კონსპირაციული თეორიები ფართოდ არაა გავრცელებული. დეზინფორმაცია სათავეს იღებს რუსული სატელიტური არხის ადგილორბივი ვერსიიდანSputnik.az – და სხვა უფრო მარგინალური წყაროებიდან. ნარატივები იმეორებს სხვა გამოცემებში გავრცელებულ ცნობებს: „სპუტნიკ V“-ის პოპულარიზაცია და დასავლური ვაქცინების დისკრედიტაცია.

აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ კომპანია Sinovac-ის მიერ შექმნილ ჩინურ ვაქცინას, CoronaVac-ს გამოიყენებს და ქვეყანაში ოთხ მილიონ დოზას შეიტანს, რომლის მცირე ნაწილი უკვე მიეწოდა აზერბაიჯანს (Apa.az,16 იანვარი).

ამგვარად, ბაქო დროებით რჩება მოსკოვის მიერ „სპუტნიკ V“-ისთვის შემუშავებული თავდასხმის უშუალო ზონის გარეთ.

 


Subscribe to the DISINFO REVIEW

Your weekly update on pro-Kremlin disinformation

No, thank you.