რატომ უჭერენ მხარს (ან არ ეწინააღმდეგებიან) რუსები ომს?
შესავალი
2022 წელს, გაურკვევლობათა ქარცეცხლში, ერთი რამ უცვლელი იყო — რუსეთის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის თაობაზე.
რუსეთის როგორც სამთავრობო, ისე კერძო სოციოლოგიური კვლევის სააგენტოების გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 75-85% გამოხატავდა ნდობას ვლადიმერ პუტინის მმართველობის მიმართ. სანამ ამ რიცხვებიდან დასკვნებს გამოვიტანთ, აღსანიშნავია, რომ ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებში, რომლებშიც მსგავსი თემის კრიტიკაც კი უკანონოდ ითვლება, გამოკითხვის შედეგები ისევე სანდო ვერ იქნება, როგორიც — დემოკრატიულ სახელმწიფოებში.
Open Minds Institute-ში ვეცადეთ, ამ რიცხვებიდან გამოგვერკვია ომის მხარდამჭერთა რაობა და მათი მოტივაცია. ჩვენს კვლევაში შერწყმულია ფსიქოლოგიისა და ქცევითი მეცნიერებების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მეთოდები რუსეთის საზოგადოებრივი აზრის აღქმის მიზნით.
ამ სტატიის მიზანია, კვლევებზე დაყრდნობით გაჩვენოთ, რა დემოგრაფიული, პერსონალური თუ სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს ომის მხარდაჭერას. გაჩვენებთ რა მიზეზებს, ვიდრე ამ დამოკიდებულებების შედეგებს, Open Minds Institute-ში გვჯერა, რომ რუსული მსოფლმხედველობის უფრო ფართო სურათს შემოგთავაზებთ.
რუსეთის საზოგადოებრივი ჯგუფები
რუსეთის საზოგადოების ორ, ომის მომხრე და მოწინააღმდეგე, ჯგუფად დაყოფის ნაცვლად ჩვენ ხუთი მთავარი ჯგუფი გამოვყავით. თითოეული ჯგუფის აღსაწერად ვიყენებთ როგორც ომისადმი დამოკიდებულებას, ისე მთავრობის, დემოგრაფიულ, პერსონალურ თავისებურებებსა და სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლებს:
სეგმენტი 1: ქორები (OMI-ს მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 13-15%) — მათ მტკიცედ სწამთ რუსეთის პოლიტიკის სწორი მიმართულებით მოძრაობის; ისინი მხარს უჭერენ უკრაინაში ომს; მათი იდენტობა მჭიდრო კავშირშია რუსეთთან და რუსებთან; ხასიათდებიან კარგი ფსიქოლოგიური მდგომარეობით.
სეგმენტი 2: ლოიალურები (OMI-ს მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 36-49%) — მათ იგივე რწმენა აქვთ, რაც ქორებს, მაგრამ ნაკლებად მკვეთრად გამოხატავენ ამას. ხასიათდებიან სტრესის საშუალო დონითა და კონფორმიზმისა და ავტორიტარული მორჩილების მაღალი დონით.
სეგმენტი 3: მერყევი (OMI-ს მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 11-14%) — უკრაინაში ომს მეტნაკლებად მხარს უჭერენ, მაგრამ არ არიან დარწმუნებული, რომ რუსეთი სწორი მიმართულებით მოძრაობს. თუმცა მათ ფსიქოლოგიური მდგომარეობის იგივე ხარისხის ახასიათებთ, რაც ქვემოთ აღწერილ რადიკალურ ლიბერალებს.
სეგმენტი 4: რადიკალური ლიბერალები (OMI-ს მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 10-14%) — მათ სწამთ, რომ რუსეთის პოლიტიკის ვექტორი კატასტროფული მიმართულებით ვითარდება. ისინი მკაცრად გმობენ ომს და ემიჯნებიან თანამემამულეებს, რაც მათ მარგინალიზებულ ჯგუფად აქცევს. რადიკალური ლიბერალები ღარიბები არიან როგორც ფინანსურად, ისე „მენტალურად“ — ფსიქოლოგიური, ემოციური და სოციალური კეთილდღეობის ყველაზე დაბალი ნიშნულით ხასიათდებიან.
სეგმენტი 5: ზომიერი ლიბერალები (OMI-ს მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 12-16%) — ეწინააღმდეგებიან (უფრო მეტად „არ უჭერენ მხარს“) ომს, მაგრამ რადიკალური ლიბერალებისგან განსხვავებით, ამას, შედარებით, თავშეკავებულად და „მოზომილად“ გამოხატავენ. მათ არ ტანჯავთ სტრესი და შფოთვა. ამასთან, ზომიერი ლიბერალები მეტად შეძლებული და ასაკოვანი არიან, ვიდრე რადიკალური ლიბერალები.
ომის მხარდაჭერის განმაპირობებელი დემოგრაფიული ფაქტორები
ძირითად დემოგრაფიულ ფაქტორებს გადავხედოთ, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის მთავრობისა და მისი ქმედებების მიმართ დამოკიდებულების ფორმირებაში.
Open Minds Institute-ის კვლევით დავადგინეთ მკაფიო კავშირი ასაკსა და რეჟიმისა და ომის მხარდაჭერის ხარისხს შორის. 45-60 წლის ადამიანები (58%) მხარს უჭერენ უკრაინაზე თავდასხმას. უფროსი ადამიანებიც მეტწილად პუტინის მომხრეები არიან, რადგან მას ეროვნული უსაფრთხოების, წესრიგისა და სტაბილურობის გარანტად მიიჩნევენ. მათი აღქმით, ძალაუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო „მუხლებიდან წამოდგომა“, გაააქტიურა საგარეო პოლიტიკა, გახდა საშიში და შესაბამისად, პატივსაცემი.
ახალგაზრდებს, გლობალიზაციის შედეგად, უფრო მიუკერძოებელი შეხედულებები აქვთ. 18-30 წლის რესპონდენტების მხოლოდ 29% უჭერს მხარს რუსეთის მოქმედებებს. ამასთან, მათ არ გამოუცდიათ სსრკ-ის დაცემა, რამაც გამოიწვია რუსეთის 1998 წლის ფინანსური კრიზისი. შედეგად, ისინი პუტინს არ აკავშირებენ ძნელბედობის ჟამის დასასრულთან.
სქესი უკრაინაში ომისადმი დამოკიდებულების მაფორმირებელი კიდევ ერთი ფაქტორია. მამაკაცთა 53%-ის განცხადებით, ისინი „სრულად“ ან „მეტნაკლებად“ მხარს უჭერენ ომს, როცა ქალთა მხოლოდ 36% გამოხატავს იმავე პოზიციას.
სხვაობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ქალებს რუსეთში ნაკლებად აინტერესებთ გლობალური პოლიტიკა და მეტწილად პირად ცხოვრებაზე არიან ორიენტირებული. 45 წელზე უფროსი მამაკაცების უმრავლესობას კი სამხედრო სამსახური გაუვლია და ფიცი დაუდია. შესაძლოა, ეს გამოცდილება უბიძგებდეთ მათ, დათანხმდნენ მობილიზაციას. თუმცა ორივე სქესის ადამიანები თანაბრად გამოხატავენ პუტინის მიმართ მხარდაჭერას.
მატერიალური კეთილდღეობის ხარისხმა, ან მისმა ცვლილებამ 24 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, გავლენა იქონია ომის მიმართ დამოკიდებულების ფორმირებაზე. პირი, თუ ფინანსური შემოსავალი შეუმცირდა 2022 წლის განმავლობაში, შესაძლოა ომს ნაკლებად უჭერდეს მხარს.
მოხუც ადამიანებს, მამაკაცებსა და იმ ხალხს, ვისაც 2022 წელს შემოსავალი გაეზარდა, აერთიანებს ომის შესახებ ახალი ამბების წყაროები, რომელთაც ისინი იყენებენ, ხოლო ეს წყაროები მათ სენტიმენტებზე მოქმედებს: ომის მომხრეები სარგებლობენ მილიტარისტული მედიით (პროპაგანდისტული/ომის გამშუქებელი არხები) და პირიქით, ომის მოწინააღმდეგეები ეცნობიან ლიბერალურ, ანტიმილიტარისტულ მედიას. მაშინ, როცა რადიკალური და ზომიერად ლიბერალები ერიდებიან მილიტარისტული მედიით სარგებლობას, ქორებისა და ლოიალურების რჩეული მედიის 10-14% „ანტიმილიტარისტული“ ან „ლიბერალურია“. მერყევთა ჯგუფის ადამიანები ინფორმაციას მრავალი წყაროდან იღებენ — მათში ოდნავ მეტი პოპულარობით ანტიმილიტარისტული ლიბერალური მედია სარგებლობს. მონაცემები მოწმობს, რომ ამ ჯგუფის ადამიანები გულში იკლავენ ანტისაომარ განწყობებს და ანონიმურ გამოკითხვებშიც კი ერიდებიან უკმაყოფილების დაფიქსირებას.
ინფორმაციის წყარო მიმდინარე ომის შესახებ / მილიტარისტული მედია / სამთავრობო მედია / ლიბერალური ანტიმილიტარისტული მედია / ნეიტრალური მედია / ქორები / ლოიალურები / მერყევები / რადიკალური ლიბერალები / ზომიერი ლიბერალები
ომის მხარდაჭერის განმაპირობებელი პერსონალური ფაქტორები
ომისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში პერსონალური მახასიათებლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
5 ცნობილი ყველაზე დიდი ინდივიდუალური თვისების თეორიით მტკიცდება ზომიერი კორელაცია ხასიათის ტიპებსა და რუსეთის მთავრობისა და მისი მოქმედებების მხარდაჭერის ხარისხს შორის. კორელაცია ადასტურებს, რომ ომის მოწინააღმდეგე რესპონდენტები მეტად აღელვებული და შეშფოთებული არიან, ხოლო მთავრობისა და ომის მოწინააღმდეგეთა ოპონენტები — ექსტრავერტი, ორგანიზებული და თავაზიანი.
პიროვნების ინდივიდუალურ თვისებებსა და ომისა და პუტინის მხარდაჭერას შორის კორელაცია / რუსებს შორის / ომის მხარდაჭერა / პუტინის მხარდაჭერა / ღიაობა* / კეთილსინდისიერება / ექსტრავერსია / დამყოლობა / ნეიროტიზმი / *კორელაცია ღიაობასა და ომისა და პუტინის მხარდაჭერას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის
OMI-ს გუნდმა, ასევე, გადაწყვიტა შემდეგი ჰიპოთეზის შემოწმება: ომის მხარდამჭერები ნარცისი, მანიპულატორი და ფსიქოპათი ადამიანებიც კი არიან (ბნელი ტრიადის თვისებები). თუმცა კვლევამ ეს არ დაადასტურა: ომის მხარდამჭერებიც და მათი ოპონენტებიც შეიძლება, იყვნენ „კარგი“ და „ცუდი“ ადამიანები.
ომის მხარდაჭერის განმაპირობებელი სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები
დადასტურდა, რომ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ყველაზე ძლიერი გავლენა აქვს უკრაინაში ომის მხარდაჭერაზე რუსულ საზოგადოებრივ აზრში. ერთ-ერთი ეს ფაქტორი წარმოადგენს ღირებულებებს.
ღირებულებები ცვლადებია, რომლებსაც რეგულარულად ვიკვლევთ და ყოველი კვლევისას ჩვენ ვამოწმებთ და ვაერთიანებთ სხვადასხვას, რათა აღმოვაჩინოთ, რომელი მათგანის მქონენი ამჟღავნებენ ყველაზე ლოიალურ დამოკიდებულებას რეჟიმის მიმართ. ათობით ფაქტორის შემოწმების შედეგად, ჩამოთვლილი მათგანი ყველაზე მეტად დაკავშირებულია ომისა და მთავრობის მხარდაჭერასთან: ავტორიტარიზმის მორჩილება & აგრესია, კონსერვატიზმი და სხვა ჯგუფებზე დომინაციის სურვილი.
ამ ღირებულებების მქონე რუსები ბრმად მიჰყვებიან ხელისუფლებას, რადგან სურთ, მდგომარეობას მოერგონ და მზად არიან, განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერ ადამიანს მტრობა გამოუცხადონ. ეს ღრმა რწმენა აიძულებს მათ ამჟამინდელი მთავრობისა და ომის მხარდაჭერას, მშვიდობიანი მოლაპარაკების დემონიზებას.
რუსების ღირებულებები VS ომის თაობაზე დამოკიდებულებები / პიროვნული კორელაცია / ომის მხარდაჭერა / მშვიდობიანი მოლაპარაკებების მხარდაჭერა / დომინაცია / მორჩილება / აგრესია / კონსერვატიზმი / ნულოვანი ჯამის თამაშის პრინციპის რწმენა
ხალხი, რომელიც ავტორიტარიზმს აფასებს (როგორც ავტორიტარიზმის მორჩილებას, ისე აგრესიას), საზოგადოებას პრიმიტიულ სისტემად — მტაცებლებისა და ნანადირევის სამყაროდ — აღიქვამს. ძალაუფლებაში მყოფნი მართალი არიან, რადგან მათ ძალაუფლება აქვთ: მთავრობა ყოველთვის მართალია, რადგან „ის მთავრობაა“. ამგვარი ხალხი მიდრეკილია, დაემორჩილოს, წაუყრუოს და დაიცვას სოციალური წესრიგი, გადაეკიდოს სხვებს, რომლებიც მათნაირად არ ფიქრობს.
თანამემამულეებთან ძლიერი იდენტიფიკაცია გადაიზრდება კოლექტიურ ნარცისიზმში — ტენდენციაში, რომელიც გარკვეული ჯგუფის დადებით იმიჯსა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამ პრინციპის ერთგულ რუსებს სწამთ, რომ მათი ნაციის სიდიადეს მსოფლიო სათანადოდ არ აფასებს — ომსაც ამიტომ უჭერენ მხარს.
გეოპოლიტიკური მოსაზრებებიც მთავრობისა და მისი მოქმედებების შესახებ დიდ გავლენას ახდენს დამოკიდებულებების ფორმირებაზე. ომის მოწინააღმდეგეები რუსეთს ევროპულ ქვეყნად ხედავენ და დაინტერესებული არიან რუსეთსა და ევროკავშირს შორის თბილი ურთიერთობის შენარჩუნებით. ომის მომხრეთა ჯგუფებს დიდად არ აღელვებთ საერთაშორისო ურთიერთობები.
ქორები და ლოიალურები ომს დადებით მოვლენად აღიქვამენ, ხედავენ რა მას თავდაცვისა და რუსეთის, როგორც თვითმყოფადი ცივილიზაციის, აღქმის გზად, „უნიკალური“ ტრაექტორიით, რომელიც განსხვავდება დასავლეთისა და აღმოსავლეთისგან. ომის მომხრეების აზრით, დასავლეთი თავის ღირებულებებს თავს ახვევს უკრაინას და იქ სწორედ ამ გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს.
იზოლაციონიზმი რუსულ ჯგუფებში / ხედვა, რომ რუსეთს არ სჭირდება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარება, რადგან ის თვითკმარია / სრულად ეთანხმება / არ ეთანხმება / ქორები / ლოიალურები / მერყევი / ზომიერი ლიბერალები / რადიკალური ლიბერალები
ომის მომხრე რუსების მთავარი სოციალურ-ფსიქოლოგიური მოტივაციაა, დაიცვან მათი „საკუთრება“: ეროვნული ინტერესები, სოციალური წესრიგი, სტაბილურობა და კონფორმიზმი.
დასკვნა
გასული წლის განმავლობაში რუსული საზოგადოების 34 ფსიქოლოგიური კვლევა ჩავატარეთ. ყოველ მათგანში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი შტრიხები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, პაზლის ნაწილებივით ერგება ერთმანეთს. თუმცა კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი სრული სურათის მისაღებად.
პაზლის ამ ნაწილმა გვაჩვენა, რომ დემოგრაფიული ფაქტორები, მათ შორის, ასაკი, სქესი, მატერიალური კეთილდღეობის დინამიკა და მედიით სარგებლობის ჩვევები ისევე, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები (მაგალითად: სამყაროს აღქმა, ავტორიტარიზმის მორჩილებისა და აგრესიისკენ მიდრეკილება) გავლენას ახდენს უკრაინაში ომის შესახებ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
Open Minds Institute-ში ჩვენი მიზანი არ არის რუსი მოქალაქეების დამუნათება ან დადანაშაულება მათი არაცნობიერი რწმენებისა თუ თანდაყოლილი ინსტინქტების გამო. უფრო მეტიც, ჩვენი მიზანია ტრადიციული გამოკითხვისგან განსხვავებული კვლევების წარმოება, რათა ომის მომხრეთა მორალს შესაბამისი მხრიდან შევხედოთ. ამგვარად ისეთ ფაქტორებს აღმოვაჩენთ, რომლებიც კვებავს ავტორიტარიზმსა და წაახალისებს სამხედრო აგრესიას. ეს ცოდნა შესაძლოა, დაგვეხმაროს კიდევ მიმდინარე კონფლიქტების გადაჭრასა და მომავალი დაპირისპირებების თავიდან აცილებაში.