როგორ გავშიფროთ პუტინის ომთან დაკავშირებული პროკრემლისტური დეზინფორმაცია

Embed

წლების განმავლობაში კრემლი, მისი მედია და ტროლები დეზინფორმაციული რიტორიკის იაფფასიან ხრიკებს იყენებდნენ. პუტინის ომის პირობებში ეს რიტორიკა უფრო ენერგიული გახდა. ჩვენ ეს ქმედებები გავაანალიზეთ და მათ აღსაწერად შევადგინეთ სპეციალური მოდელი “SWAMPED”, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.

S (Strawmen): თეზისის შეცვლა: იმ შეხედულებებზე ან იდეებზე თავდასხმა, რომლებიც სამიზნე სუბიექტს არასდროს გამოუხატავს.

W (Whataboutism): კრიტიკა კრიტიკის პასუხად: განსახილველი თემიდან ყურადღების გადატანა.

A (Attack): თავდასხმა: უხეში ენის გამოყენება ოპონენტებისთვის ხელის შესაშლელად.

M (Mockery): დაცინვა: სარკაზმის გამოყენება მოწინააღმდეგე მხარის დასამცირებლად.

P (Provocations): პროვოკაციები: ვინ იღებს სარგებელს ამით?

E (Exhaust): დაღლა: ოპონენტების ჩათრევა დეტალებში და ტექნიკურ განხილვაში.

D (Denial): უარყოფა: ყველა მტკიცებულების კატეგორიული უარყოფა.

უკრაინის შესახებ კრემლის მთავარი დეზინფორმაციული ნარატივების გასაგებად წაიკითხეთ ჩვენი სტატიები: „გამოაშკარავებულია კრემლის შვიდი მითი“ და “კრემლის სცენარი: კიდევ უფრო მეტი მითი უკრაინაში შეჭრის საბაბის გამოსაგონებლად

პროკრემლისტური სემანტიკა გაშიფვრა
„რუსეთის თავდაცვა“ თავდასხმა და შეჭრა სუვერენულ ქვეყანაში, რომელიც არავის ემუქრება.

 

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ სრულმასშტაბიანი თავდასხმა. სარაკეტო დარტყმები, საჰაერო და სახმელეთო შეჭრა. დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ქალაქების მასობრივი დაბომბვა.

 

„არავითარი ოკუპაცია“ მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის ოკუპაცია მანამ, სანამ ამას საჭიროება მოითხოვს. უკრაინის მოქცევა მოსკოვის კონტროლქვეშ. განუსაზღვრელი დროით.
„უკრაინის დენაციფიკაცია“ სტალინისტური რეპრესია სუვერენული ქვეყნის არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ.
„მთავრობის ახალი არჩევნების ჩატარება“ იარაღის მუქარის ქვეშ ცრუ დემოკრატიის შექმნა მთავრობაში კრემლის ერთგული მარიონეტების დასასმელად.
„მოლაპარაკებები“ მაქსიმალისტური მოთხოვნების წამოყენება მაშინ, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვები გრძელდება. დროის მოგება გადაჯგუფებისთვის, საწვავის შევსებისთვის და საომარი მანქანის გადატვირთვისთვის, რადგან ეს უკანასკნელი წინ ვერ მიიწევს წინააღმდეგობის გამო.
ნაცისტურმა ოკუპაციამ მე-2 მსოფლიო ომში მხოლოდ რუსები დააზარალა

 

კრემლის მიერ ნაციზმთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების თანახმად, მე-2 მსოფლიო ომში მხოლოდ რუსები დაზარალდნენ. ეს ტყუილია. თუ ქვეყნის ზომას მივიღებთ მხედველობაში, ნაცისტური ოკუპაციის დროს ყველაზე მეტად უკრაინა და უკრაინელები დაზარალდნენ. ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში იმაზე მეტი უკრაინელი დაიღუპა, ვიდრე ჰიტლერის მხარეს.
ზელენსკი და კიეველი ლიდერები გენოციდს უწყობენ დონბასს / რუსულენოვან მოსახლეობას გენოციდის შესახებ პუტინის, ლავროვისა და სხვა რუსი ლიდერების განცხადებები სრულიად მიუღებელია, რადგან ისინი არასწორად იყენებენ თვითონ ტერმინს „გენოციდი“.

გენოციდი: გაეროს განმარტება — გაეროს კონვენციაში გენოციდი ნიშნავს „ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთის, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების განზრახვას“.

არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ თანამედროვე უკრაინულ სახელმწიფოს თავისივე რუსულენოვანი მოსახლეობის განადგურება სურს. კანონები ითვალისწინებს რუსული ტრადიციების, კულტურისა და ენის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეორე მხრივ, პრეზიდენტი ზელენსკი და მთავრობა ამ ჯგუფს აღიარებს. (იხ. ქვემოთ პუნქტი: „კიევი კრძალავს რუსულ ენასა და კულტურას“)

არ არსებობს არავითარი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი ან ეთნიკურად რუსი მოსახლეობის გენოციდი ხდება. ამაზე მეტყველებს ანგარიშები, რომლებიც გამოაქვეყნა ევროპის საბჭომ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა და ეუთომ.

გენოციდის შესახებ განცხადება პუტინის ურცხვი ტყუილია. ამასთან ერთად, ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს წინა ომებში დაღუპულ მილიონობით ადამიანს. გენოციდზე შეიძლება ვისაუბროთ მეორე მსოფლიო ომთან მიმართებით. სლობოდან მილოშევიჩს ბრალად ედებოდა გენოციდის 66 პუნქტი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და 1991 წლიდან 1999 წლამდე პერიოდში ხორვატიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და კოსოვოში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები. ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ამ დანაშაულების მსხვერპლი გახდა ასობით ათასი ადამიანი. მილოშევიჩი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

მოდი გადავხედოთ პუტინის ომის მსხვერპლთა რაოდენობას: გაცილებით მეტი უკრაინელი დაიღუპა, დაიჭრა ან იძულებით გადაადგილებულ პირად ან ლტოლვილად იქცა მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო 2014 წელს. ამა წლის 24 თებერვლამდე დაღუპულთა რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 13 ათას ადამიანს, მათ შორის, 3 ათას მშვიდობიან მოქალაქეს. დაჭრილების რაოდენობა გაცილებით მეტია. მათი უმეტესობა უკრაინის მთავრობას უჭერს მხარს. მოსკოვის დახმარებით შეიარაღებული მებრძოლები ყველა სახის თავდასხმას აწყობენ, საარტილერიო და სნაიპერული თავდასხმების ჩათვლით. ევროპის სადამკვირვებლო მისია ყოველდღე აფიქსირებს ასეთ მოქმედებებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ეუთოს წევრია, რუსეთმა და მის მიერ შეიარაღებულმა მებრძოლებმა ყველა შესაძლო დაბრკოლება შეუქმნეს მისიას, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ სიმართლის გაგება არ სურთ.

რუსეთის არმიის მიერ მოკლულთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდება. ამის მოწმეები ვართ ყოველდღე 24 თებერვლიდან, როცა უკრაინაზე სასტიკი, არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. მშვიდობიან მოსახლეობაზე ხორციელდება სარაკეტო თავდასხმები, საჰაერო დაბომბვები და საარტილერიო შეტევები.

 

კიევის მხრიდან დონბასის ჰუმანიტარული და ფინანსური ბლოკადა ტყუილია. წლების განმავლობაში დონბასის მაცხოვრებელთა დიდი ჯგუფები რეგულარულად გადადიოდნენ კიევის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე საქმიანი მიზნებისთვის, სავაჭროდ და უკრაინული პენსიის ასაღებად. გადასვლა შესაძლებელი იყო ამ და სხვა მიზეზების გამო.

 

კიევი კრძალავს რუსულ ენასა და კულტურას ტყუილია. 2019 წელს უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც უკრაინულის, როგორც სახელმწიფო ენის გამოყენებას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს კანონი მხოლოდ საზოგადოებრივ სფეროებში უკრაინული ენის გამოყენებას არეგულირებს. რუსული და სხვა ენები თავისუფლად შეიძლება იქნეს გამოყენებული კერძო ურთიერთობებში, საგამომცემლო საქმიანობაში, პრესაში, რადიოში, ტელევიზიაში, საგანმანათლებლო სივრცეში და მომსახურების სფეროში. კანონის მიხედვით, ასევე დაშვებულია სხვა ენების გამოყენება ჯანდაცვის სისტემაში და სამართალდამცავ ორგანოებში.

დეზინფორმაციის სხვა ნიმუშები შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

მინსკის შეთანხმებები: ისინი კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა გაანადგურეს

 

კრემლი ცდილობს იმ ფაქტის დამალვას, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმების მხარეს წარმოადგენს. დსრ-ისა და ლსრ-ის აღიარებით რუსეთმა ფაქტობრივად უარყო მინსკის შეთანხმება.

მიუხედავად ამისა, უკრაინამ მიიღო კანონი განსაკუთრებული სტატუსისა და ამნისტიის შესახებ (2014) და ასევე, მოამზადა კანონი ადგილობრივი არჩევნების შესახებ (2014). უკრაინამ კონსტიტუციაში შეიტანა შესწორებები და მეტი ავტონომია მიანიჭა ტერიტორიებს, რომლებზეც კონტროლი არ აქვს (2015). იხილეთ მე-6 მითი აქ

 

რუსეთი არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას. ეს სპეციალური ოპერაციაა, რომლის მიზანია უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია ეს ნამდვილად ყველაზე დიდი ტყუილია. პუტინის მთავარი ტყუილი სასაცილო და აბსურდულია სრულმასშტაბიანი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო თავდასხმის ფონზე. ამ დროს კი გრძელდება სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა და ჟენევის კონვენციის დარღვევა.

 

კონფლიქტი კოსოვოში: ნატო მიზანმიმართულად ბომბავდა ბელგრადის მშვიდობიან მოსახლეობას პუტინისა და ლავროვის კიდევ ერთი საყვარელი ხრიკი — პარალელის გავლება მილოშევიჩის მიერ ჩადენილ ეთნიკურ წმენდასა და დონბასში მიმდინარე კონფლიქტს შორის. კოსოვოში 900 ათასზე მეტ ადამიანს გაქრობა დაემუქრა. მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოკლეს, იძულებით გადაადგილებულ პირად აქციეს ან ლტოლვილად გადახვეწეს. დაცვის ვალდებულება ნათელი იყო. დონბასში ყველაფერი კარდინალურად განსხვავებულია.

 

ნეონაციზმისგან განთავისუფლების და დემილიტარიზაციის შემდეგ რუსეთი უკრაინელებს მისცემს შესაძლებლობას, გარე ჩარევის გარეშე თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი.

 

2013-2014 წლებში „ევრომაიდანის“ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პროკრემლისტურმა მედიამ დაიწყო მცდარი განცხადებების გავრცელება იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა გარედან იმართება.

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზა მსგავსი დეზინფორმაციული განცხადებების 100-ზე მეტ ნიმუშს შეიცავს.

ასეთი განცხადებები არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული.

სინამდვილეში, „ნეონაციზმისგან განთავისუფლება“ ერთგვარი ევფემიზმია, რომელიც გულისხმობს მოსკოვის სურვილს, ჩაახშოს პოლიტიკური ოპონენტების პროტესტი, როგორც ამას სტალინისტური რეპრესიების დროს აკეთებდნენ.

„საკუთარი მომავლის განმსაზღვრელი არჩევნები“: ევფემიზმი, რომელიც იარაღის ლულის ქვეშ შექმნილ ყალბ დემოკრატიას გულისხმობს. ასეთი დემოკრატია დაამყარეს 2014 წელს ყირიმში, სადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს რეფერენდუმის პაროდია, რომელიც არცერთმა საერთაშორისო ორგანომ არ აღიარა.

ამ თემაზე იხილეთ ჩვენი სტატია აქ

დასავლეთმა საბოტაჟი მოუწყო ყველა შეთანხმებას რუსეთის მიერ წამოყენებულ წინადადებებზე, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა. პუტინმა დიპლომატიას ომი არჩია.

რუსულმა მხარემ 2021 წლის დეკემბერში წამოაყენა მოთხოვნები რუსეთსა და აშშ-სა და ნატოს შორის გასაფორმებელი ეგრეთწოდებული „ხელშეკრულებების“ სახით. მოთხოვნები სპეციალურად იყო ჩამოყალიბებული ისე, რომ მათი უარყოფა მომხდარიყო და რუსეთი წამებულის როლში გამოსულიყო. არსობრივად, ამ მოთხოვნების მიხედვით, ევროპაში ვითარება 1997 წელს უნდა დაჰბრუნებოდა; აშშ უნდა გასულიყო ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილიდან; ფაქტობრივად, ნატოს რამდენიმე წევრის დემილიტარიზაცია უნდა მომხდარიყო და თავისუფალ ქვეყნებს საკუთარი პოლიტიკის განსაზღვრის უფლება განუსაზღვრელი ვადით უნდა ჩამორთმეოდათ.

ეს კვაზიდიპლომატია კომპრომისსა და პრობლემის გადაწყვეტას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ ფაქტობრივად, წარმოადგენდა შირმას და ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილს, რომელიც მიმართული იყო დასავლეთის დაბნევისკენ, გახლეჩვისკენ და ყურადღების გადატანისკენ. ამასობაში, რუსულ ჯარებს თავს უყრიდნენ საზღვართან და შეჭრისთვის ამზადებდნენ. დასავლეთმა გაშიფრა პუტინის ბლეფი და საზოგადოებას გაუზიარა დაზვერვის ინფორმაცია თავდასხმის გეგმების შესახებ.

ბუდაპეშტის მემორანდუმმა [1994] აქტუალურობა დაკარგა კრემლი გაურბის მთავარ საკითხს: უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე იმის სანაცვლოდ, რომ შეერთებული შტატების, რუსეთის და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომელიც შეიცავდა გარანტიებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

გაშიფრული დეზინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ აქ

 

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

    ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      Subscribe to the Disinfo Review

      Your weekly update on pro-Kremlin disinformation

      Data Protection Information *

      The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.