Read this article in EN RU IT ES FR DE PL BY HY AZ UA RO KA

ყველა გზა უკრაინაში მიდის: როგორ იყენებს რუსეთი დეზინფორმაციას კონფლიქტის ზონაში მოქმედებების მხარდასაჭერად

იანვარი 27, 2022

უკრაინის საზღვარზე წამოწყებულ ავანტიურაში რუსეთი ფსონების ზრდას აგრძელებს და უკრაინა კიდევ ერთხელ ხდება ფაქტების დამახინჯების, ყურადღების გადატანისა და დაშინების მთავარი სამიზნე.

უკრაინა ხშირად არის პროკრემლისტური დეზინფორმაციის სამიზნე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, კატალოგში შევიტანეთ, გამოვამჟღავნეთ და სააშკარაოზე გამოვიტანეთ 13500-ზე მეტი შემთხვევა. უკრაინა ნახსენებია 5200-ზე მეტ ნიმუშში. ეს რიცხვი EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევების თითქმის 40 პროცენტს შეადგენს.

პროკრემლისტური სადეზინფორმაციო ეკოსისტემა თავს გვახვევს ტყუილებს უკრაინის შესახებ და სიმართლის დანახვა დღითიდღე რთულდება. ამიტომ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ მითების გამაქარწყლებელი სტატია, რომელშიც განვიხილეთ ყველაზე გავრცელებული და სახიფათო მითები და ხშირ შემთხვევაში, დაუფარავი ტყუილები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს უკავშირდება.

ყველაფერი დასავლეთს ბრალდება

უკრაინის გასაშავებლად და თავის მიერვე შექმნილი დაძაბულობის გარშემო დაბნეულობის გამოსაწვევად რუსეთს გაჩაღებული აქვს ფართო კამპანია, რომელშიც ორი ნარატივი გამოიკვეთა. პირველ რიგში, ის, რომ თითქოს უკრაინას დასავლეთი იყენებს. რამდენიმე გამოცემა ცდილობდა ისე წარმოჩენას, რომ თითქოს უკრაინას დასავლეთის ქვეყნები რუსეთის დესტაბილიზაციის და მასზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტად იყენებენ. ტრადიციას არ უღალატეს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს როგორც აშშ-ს, ისე დიდ ბრიტანეთს.

ეს კარგად ჩამოყალიბებული მოდელი ჩანს, რადგან მუდმივად ვაწყდებით ისტორიებს იმის შესახებ, რომ „აშშ უკრაინის ფანტომს იყენებს რუსეთთან კონფრონტაციისთვის“, „აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ხელში უკრაინა შესანგრევ იარაღს ჰგავს“ და სხვა. თითქოს ეს ყველაფერი უკვე საკმარისად სასაცილო არ იყოს, პროკრემლისტური მედიასაშუალებები უფრო შორს მიდიან და ახლა ამტკიცებენ, რომ „უკრაინა უკვე ოკუპირებულია აშშ-ის და მისი სატელიტების მიერ“.

მეორე ძირითადი თვალშისაცემი ნარატივია იმის მტკიცება, რომ თითქოს დასავლეთი „სხვისი დროშის ქვეშ ოპერაციის“ ჩატარებას გეგმავს, რათა უკრაინის საზღვართან თავმოყრილ რუსულ ძალებთან პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს. ამ ნარატივს სხვადასხვა ფორმით ავრცელებენ, მათ შორის, დასავლეთს ადანაშაულებენ საინფორმაციო სივრცეში მოწყობილ პროვოკაციებში და აცხადებენ, რომ დასავლელი ინსტრუქტორები ცხელ წერტილს ქმნიან რუსეთის საზღვართან. თუ ეს განცხადებები გეცნობათ, გასაკვირი არაფერია. პროკრემლისტური დეზინფორმატორები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ თითქოს დასავლეთი ატარებს „ოპერაციებს სხვისი დროშის ქვეშ“ და ნატო ალყაში აქცევს რუსეთს.

უკრაინა დასავლეთის ინსტრუმენტია რუსეთის წინააღმდეგ.
უკრაინაში ამერიკაა შეჭრილი და არა რუსეთი, როგორ ამას წარმოაჩენენ
დასავლეთი უკრაინაში პროვოკაციებს ამზადებს
ნატო დაპირისპირებისთვის შეიქმნა და არა თავდაცვისთვის

ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ან შეიძლება არა?

პროკრემლისტური დეზინფორმატორები ბევრი რამით ჰგვანან იმ ადამიანებს, რომელთაც შეთქმულებების სჯერათ. ისინი კავშირებს ხედავენ იქაც კი, სადაც ისინი არ არსებობს. უკრაინა ამჟამად მათი ძალისხმევის ძირითადი სამიზნეა. ამიტომ, ყაზახეთში გამართული საპროტესტო აქციების გადაბრალება სცადეს უკრაინის საიდუმლო სამსახურისთვის, რომელიც თითქოს „კოორდინაციას უწევდა პოგრომისტებს ყაზახეთში“. თუმცა, უკრაინა ერთადერთი ბრალდებული არ ყოფილა.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში უკრაინის დადანაშაულებას სხვა მედიასაშუალებებისთვის ხელი არ შეუშლია აშშ-ის დადანაშაულებაში. ეს უკანასკნელნი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს აშშ უწევდა კოორდინაციას საპროტესტო აქციებს ყაზახეთში იმ მიზნით, რომ რუსეთზე ზეწოლა მოეხდინა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ. მედიასაშუალებების ერთმა ჯგუფმა თითი „უცხო ხელისკენ“ გაიშვირა ისე, რომ არათუ სანდო მტკიცებულება, არამედ საერთოდ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარმოუდგენია.

ეს პროკრემლისტური სადეზინფორმაციო მედიასაშუალებების კიდევ ერთი ნაცნობი სვლაა — მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახალხო საპროტესტო აქციებს დამახინჯებულად აშუქებენ და საზღვარგარეთიდან დაგეგმილ პროვოკაციად წარმოაჩენენ, საზღვარგარეთში კი ხშირად აშშ-სა და დასავლეთს გულისხმობენ.

ნატო, როგორც აგრესორი და რუსეთი, როგორც გატეხილი პირობის მსხვერპლი (თუმცა, ასეთი პირობა არავის დაუდია)

შიგადაშიგ ამოტივტივდება ხოლმე კრემლის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს კიდევ ერთი ლაიტმოტივი. კერძოდ, მტკიცება, რომ ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკია, რომლის მთავარი მიზანი რუსეთისთვის ზიანის მიყენებაა. ამ გაცვეთილ თემას განუწყვეტლივ ატრიალებდნენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთის პოზიციონირების გათვალისწინებით. შეუძლებელია, დემაგოგიამ მადეზორიენტირებელი გავლენა არ მოახდინოს მის შემოქმედზე, თუ კრემლივით დიდხანს დაკავდება ამ საქმით.

კრემლის დაბნეულობა ნატოს მცდარად წარმოჩენითა და ვერგაგებით არ შემოიფარგლება. როგორც ჩანს, ისინი ვერც დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ნებაყოფლობითი ალიანსების კონცეფციას იაზრებენ და ამტკიცებენ, რომ ნატოს მოტყუებით შეჰყავს უკრაინა და სკანდინავიის ქვეყნები ბლოკში და თითქოს ნატომ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში არგაფართოების პირობა დადო ჯერ კიდევ 1990 წელს. ნატოს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას ყოველი ცალკეული აპლიკანტი და დღეის მდგომარეობით, ნატოს 30 მოკავშირე იღებს. საკუთარი გზის არჩევა თითოეულ სუვერენულ ქვეყანას შეუძლია და მოსაზღვრე ქვეყნებს. ამ შემთხვევაში, რუსეთს ჩარევის უფლება არ აქვს.

ამ კვირაში გავრცელებული პროკრემლისტური დეზინფორმაციის სხვა ნიმუშები:


related disinfo cases

Date
Title
Outlets
Country
25.01.2022
  • sputnik.az
Kazakhstan
24.01.2022
  • life.ru,
  • iz.ru,
  • svpressa.ru,
  • sputniknews.lt
Russia, Ukraine
22.01.2022
  • it.sputniknews.com
Russia, US
21.01.2022
  • sputnik-abkhazia.ru,
  • sputnik-ossetia.ru
Russia, Ukraine
21.01.2022
  • pl.sputniknews.com
Poland, Lithuania, Latvia, Estonia, EU
21.01.2022
  • oroszhirek.hu
Russia, Ukraine
21.01.2022
  • sputnik-ossetia.ru
Russia
21.01.2022
  • pl.sputniknews.com
UK, Ukraine, US, Russia
20.01.2022
  • Geopolitica.ru,
  • paulcraigroberts.com
US, Russia, Ukraine
20.01.2022
  • Geopolitica.ru,
  • paulcraigroberts.com
Ukraine, US, Russia
20.01.2022
  • de.news-front.info
Kazakhstan, Ukraine
20.01.2022
  • News Rambler,
  • radiovesti.ru,
  • tass.ru,
  • Rossiya 1,
  • gazeta.ru,
  • sputnik-ossetia.ru,
  • ren.tv,
  • radiosputnik.ria.ru
Russia, Ukraine, UK, Canada
20.01.2022
  • ru.armeniasputnik.am,
  • Information Agency of the Russian Public Movement “Revival. Golden age",
  • RIA,
  • ru.sputnik.md
US, Russia, Ukraine, Baltic states
20.01.2022
  • baltnews.lt
Lithuania, Belarus, Russia, China
19.01.2022
  • de.news-front.info
Kazakhstan, Russia
18.01.2022
  • arabic.rt.com,
  • dowwar.com
Russia, Ukraine, Belarus, Kazakhstan
18.01.2022
  • RIA,
  • ru.sputnik.md,
  • sputniknews.lt
US, Russia, Ukraine
17.01.2022
  • mundo.sputniknews.com,
  • mundo.sputniknews.com
Kazakhstan, Russia
17.01.2022
  • syrianownews.com,
  • Masrawy,
  • gomhuriaonline.com,
  • ar.abna24.com,
  • arabic.rt.com,
  • alsiasi.com,
  • almarsad.co,
  • news.albousla.ps,
  • news.albousla.ps,
  • news.albousla.ps
Ukraine, US, Russia
17.01.2022
  • Ukraina.ru,
  • Sputnik on Twitter,
  • francais.rt.com,
  • RT France - YouTube
Mali, Russia, France
17.01.2022
  • ehomd.info,
  • mejdurecie.md,
  • Komsomolskaya Pravda - Moldova
Ukraine, Moldova
17.01.2022
  • mundo.sputniknews.com
US, Ukraine, Syria, Russia
16.01.2022
  • it.sputniknews.com
Ukraine, Russia
16.01.2022
  • ru.armeniasputnik.am,
  • ng.ru,
  • eadaily.com,
  • russian.rt.com,
  • RBC.ru
Russia
16.01.2022
  • it.sputniknews.com
Germany, US, Russia
16.01.2022
  • RT English
Ukraine, Russia
15.01.2022
  • oroszhirek.hu
Ukraine, US, Russia
15.01.2022
  • RT English
US, USSR, Russia
15.01.2022
  • sputnik-georgia.ru,
  • sputnik-ossetia.ru
Libya, France
14.01.2022
  • ru.armeniasputnik.am,
  • regnum.ru,
  • ntv.ru,
  • sputnik-georgia.ru,
  • tj.sputniknews.ru,
  • RIA,
  • Moskovskij Komsomolets
EU, Russia
14.01.2022
  • oroszhirek.hu
EU, Ukraine, Russia
14.01.2022
  • sputnik-georgia.ru,
  • sputnik-georgia.com
Ukraine, Russia, Finland, Sweden, US
14.01.2022
  • RIA
Ukraine, Russia
13.01.2022
  • de.rt.com
Kazakhstan, Russia, US
12.01.2022
  • ru.armeniasputnik.am,
  • ru.sputnik.kz,
  • lv.sputniknews.ru,
  • ru.sputnik.md
Europe, US, Ukraine, Russia
12.01.2022
  • de.news-front.info
Kazakhstan, Ukraine
12.01.2022
  • pl.sputniknews.com
Kazakhstan, Russia, US
12.01.2022
  • mundo.sputniknews.com
Kazakhstan, Syria, Libya, Russia, China, US
12.01.2022
  • de.rt.com
Kazakhstan, US, Turkey
12.01.2022
  • de.news-front.info
Afghanistan, Kazakhstan, US
11.01.2022
  • Geopolitica.ru,
  • Geopolitica.ru
Kazakhstan, Russia
11.01.2022
  • sputnik.az
Kazakhstan
11.01.2022
  • pl.sputniknews.com
Belarus, Ukraine, Kazakhstan, Russia, US
11.01.2022
  • ,
  • inosmi.ru,
  • ,
  • sputniknews.lt
Russia, Ukraine, US
11.01.2022
  • RT English
US, Poland, Russia, Europe
10.01.2022
  • RT Arabic - YouTube,
  • arabic.rt.com
USSR
10.01.2022
  • sputnik.by
Kazakhstan, Russia, US, USSR, UK
10.01.2022
  • russtrat.ru
Kazakhstan, UK, Russia, US
10.01.2022
  • pl.sputniknews.com
Ukraine, Europe
08.01.2022
  • mundo.sputniknews.com
Russia, China, Kazakhstan, US, Afghanistan
08.01.2022
  • baltnews.lt
Lithuania, USSR, EU
08.01.2022
  • oroszhirek.hu
Russia, Europe, Germany, UK, USSR, US
07.01.2022
  • oroszhirek.hu
US, Russia, Ukraine
07.01.2022
  • Geopolitica.ru,
  • Geopolitica.ru
07.01.2022
  • oroszhirek.hu
Ukraine, Russia, EU, US
06.01.2022
  • sputnik.by
Kazakhstan, Russia, Belarus, US, UK
06.01.2022
  • alamrany.com,
  • raialyoum.com,
  • newsformy.com,
  • arabic.rt.com,
  • eshraag.com,
  • ruarab.top,
  • el-3rb.com,
  • abu-link.com,
  • syriahomenews.com,
  • akhbarak.net,
  • arabnews24.ca,
  • marayainternational.com,
  • yemen-publisher.com
Russia, US, Belarus, Ukraine
06.01.2022
  • news.am
EU
05.01.2022
  • Noi.md,
  • RIA,
  • sputniknews.lt
Russia, EU, France
05.01.2022
  • actualidad.rt.com
US, Europe, EU, Russia
05.01.2022
  • it.sputniknews.com
Kazakhstan
03.01.2022
  • oroszhirek.hu
Ukraine
02.01.2022
  • baltnews.lt
Lithuania, Russia, Belarus
02.01.2022
  • ross-bel.ru
Belarus, Ukraine, Russia, UK, US, EU
02.01.2022
  • oroszhirek.hu
Russia, Ukraine
31.12.2021
  • nuomnews.com,
  • alsharqtoday.com,
  • arabic.sputniknews.com
Ukraine, US, Russia
31.12.2021
  • it.sputniknews.com
Ukraine, Russia
27.12.2021
  • mundo.sputniknews.com
Russia, US, Poland, Baltic states, EU, Europe
27.12.2021
  • news.am
Russia
24.12.2021
  • ru.armeniasputnik.am,
  • nk.org.ua,
  • RIA
Russia, EU, Europe
23.12.2021
  • eg.glbnews.com,
  • newsformy.com,
  • ,
  • akhbarelyaom.com,
  • nuomnews.com,
  • bwabtk.com,
  • ,
  • Masrawy,
  • elaph.com,
  • www.observerme.net,
  • m.elsaanews.com,
  • news.albousla.ps,
  • me.glbnews.com,
  • lomazoma.com,
  • masress.com,
  • arabic.sputniknews.com,
  • tunisactus.com,
Ukraine, Russia
22.12.2021
  • snanews.de
Russia, Ukraine, Baltic states, US
18.12.2021
  • de.rt.com
US, Ukraine
18.12.2021
  • Ritm Evrazii
Ukraine
12.12.2021
US
10.12.2021
  • nafeza2world.com,
  • arabic.rt.com,
  • palestine.shafaqna.com,
  • pressn.net,
  • akhbarak.net,
  • Al Minasa Press,
  • ,
  • ahlmasrnews.com,
  • eshraag.com,
  • elkanananews.com,
  • ,
  • bwabtk.com,
  • ru4arab.ru
Ukraine, Russia
09.12.2021
  • almahjar.net,
  • albawabhnews.com,
  • ,
  • urdupoint.com,
  • arabic.sputniknews.com,
  • kayan-news.com,
  • arabic.sputniknews.com,
  • alkalimanews.com,
  • gossur.com,
  • gossur.com,
  • arabic.sputniknews.com
Ukraine, Russia
08.12.2021
  • actualidad.rt.com
US, Russia, Ukraine, Estonia, Latvia, Lithuania, Poland, EU
03.12.2021
  • akhbarak.net,
  • nafeza2world.com,
  • raialyoum.com,
  • el-3rb.com,
  • rtarab.com,
  • arabic.rt.com,
  • ,
  • eshraag.com,
  • nabd.com,
  • syriahomenews.com,
  • marayainternational.com,
  • tunisactus.com,
  • arab-j.net
Russia, Ukraine