შიში, სიძულვილი და უმეცრება: პრო-კრემლისტური დეზინფორმაცია LGBTIQ+ თემს უტევს

Embed

კრემლს ბევრი იარლიყი აქვს რეალური და გამოგონილი მტრებისთვის. ზოგს ნაცისტებს უწოდებენ. ზოგს კი — ჩრდილში მყოფ გლობალურ ელიტებს’. ხანდახან ბრიუსელის ბიუროკრატებსაც უტევენ. ხშირად პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის გამავრცელებელი პროპაგანდისტები ფსკერზეც ეშვებიან მოწინააღმდეგეთა დემონიზების მიზნით. კრემლმა ყველაფერი მკაფიოდ გამოხატა. ვინც რუსეთის შესახებ პუტინის ხედვას არ იზიარებს, ის, დიდი ალბათობით, LGBTIQ+ თემის ზნედაცემული მხარდამჭერია. კრემლის ხედვაში LGBTIQ+ ყოველთვის მორალური დეგრადაციის სინონიმს წარმოადგენს.

LGBTIQ+ პირების ცილისწამება პოლიტიკაში ჩართულობის გამო კრემლისტური დეზინფორმაციისთვის შესაფერისი მეთოდია. პუტინი, დიდი ხანია, თავს გვასაღებს მსოფლიოში „ტრადიციული ღირებულებების“ დამცველად. წარსულში, მან უმეცრებით ჰომოსექსუალობა პედოფილიას გაუთანაბრა. ამასთან, სამოქალაქო უფლებების არმქონეთა და უმცირესობების ექსპლუატაცია კრემლისტური დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს ხშირად გამოყენებული ტაქტიკაა. მაგალითად, პრო-კრემლისტური პროპაგანდისტები, ერთის მხრივ, გამუდმებით აძაგებენ მიგრანტებს და ამასთანავე ადანაშაულებენ სხვებს მათთან არასათანადო მოპყრობაში — კონტექსტისა და რუსეთის მიზნების მიხედვით.

რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომელთა მეშვეობითაც პრო-კრემლისტური მედია და მოლაპარაკე თავები ნერგავენ შიშს, სიძულვილსა და უმეცრებას, რათა ხელი შეუწყონ LGBTIQ+ თემის გარშემო არსებული საშიში სტერეოტიპების გაძლიერებას. ქვემოთ განვიხილავთ სამ ყველაზე ხშირად გამოყენებულ მეთოდს. გაფრთხილება: ზოგიერთი მაგალითი საკმაოდ ექსტრემალურია.

დასავლეთის დადანაშაულება “LGBTIQ+ დღის წესრიგის“ წახალისებაში

ყველაზე გავრცელებული ანტი-LGBTIQ+ დეზინფორმაციული ნარატივის მიხედვით, დასავლეთი ცდილობს, ყველაფრის ფასად, დაანგრიოს ყველაფერი მორალური „LGBTIQ+ დღის წესრიგის“ წახალისებით. „დასავლელი ეშმაკები“, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ ამ დღის წესრიგს თუ „(გენდერულ/ LGBTIQ+) იდეოლოგიას“, მოიცავს ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს, ევროკავშირის ინსტიტუტებს, დასავლურ კულტურას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, „McDonald’s“-ს, ჯორჯ სოროსს, ფემინისტებს, ბარბის და სხვა აქტორებს

თუმცა პრო-კრემლისტური კომენტატორები არასდროს იძლევიან ზუსტ განმარტებას, თუ რას მოიცავს ეს დღის წესრიგი თუ იდეოლოგია. ხშირად, ამგვარი „დღის წესრიგის“ თემას პედოფილიასთან უხეში ასოციაციის გამოწვევის მიზნით იყენებენ. ბუნდოვანებას თავისი მიზანი აქვს. ტერმინების განმარტების ბუნდოვნად დატოვება მკითხველში ბნელი წარმოსახვების მობილიზაციას იწვევს..

ამგვარი ნარატივის ქვეტექსტი კი ის არის, რომ LGBTIQ+ თემის დევნისგან დაცვით ევროკავშირი ცდილობს იმ „ტრადიციული ღირებულებების“ განადგურებას, რაზედაც, თავის დროს, ის იყო დაფუძნებული. ზოგიერთი პრო-კრემლისტური მედია ამტკიცებს, რომ ევროკავშირს სურს, „ქრისტიანობის მოშლა“ — ისლამოფობიასთან, რასიზმთან, ჰომოფობიასთან და ანტისემიტიზმთან ბრძოლის ნებისმიერ ძალისხმევას ანტი-ქრისტიანულ პოლიტიკასთან აიგივებს, რაც, სავარაუდოდ, ბევრ ქრისტიანს შეურაცხყოფს. ზოგჯერ, LGBTIQ+ თემს კრიმინალთან და ნარკოტიკების მოხმარებასთან აკავშირებენ.

გარდა ამისა, არადასავლურ ქვეყნებში, მეტწილად აფრიკაში, წარმოდგენილი პრო-კრემლისტური მედიები ხშირად თავს ასაღებენ მათ დასავლური ცისარტყელას შემოტევისგან დამცველებად. კრემლისთვის LGBTIQ+ თემის თანაბარუფლებიანობის მხარდაჭერა გარკვეულწილად ადგენს „გეიევროპულ“ ნეო-კოლონიალიზმს — მორალურობისგან დაცლილი დასავლეთის მიერ კოლონიზაციის ფორმას.

„ნეო-კოლონიალიზმში“ დადანაშაულება ხშირად იღებს დადანაშაულების იმგვარ ფორმაში, რომელიც დასავლურ ქვეყნებს სურთ, რომ აფრიკამ გადაიღოს „გეი უფლებების“ შესახებ — მარტივი იდეის უგულებელყოფა, რომ LGBTIQ+ უფლებები ადამიანთა უფლებების განუყოფელი ნაწილია. პრო-კრემლისტური დეზინფორმაციული მედია ხშირად მზად არის, გააძლიეროს ნებისმიერი ჰომოფობიური ნარატივი „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვის მოტივით და გაავრცელოს უსაფუძვლო ბრალდებები და შეთქმულების თეორიები დასავლური გაერთიანებების, მათ შორის, NATO-ს, წინააღმდეგ.

„კულტურული ომის“ საკითხებზე კაპიტალიზაცია

ზოგიერთი პრო-კრემლისტური მედია საშუალება, ასევე, ღიად ეწევა LGBTIQ+ ადამიანების დემონიზებას, თითქოს ისინი ტრადიციული საზოგადოებებისთვის, მათი რელიგიური ღირებულებების და ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. სხვები, მაგალითად, საერთაშორისოდ ცნობილი, რეპუტაციაშელახული პროპაგანდისტული მედიასაშუალება RT, ცდილობს, მოერიდოს მსგავსი ნარატივის გავრცელებას, შედარებით უფრო გათვითცნობიერებული აუდიტორიის დაკარგვის შიშით.

სანაცვლოდ, ისინი ამწვავებენ და კაპიტალიზებას ახდენენ ე.წ. „კულტურული ომის“ საკითხებზე, კერძოდ, აძაგებენ და დევნიან ტრანსგენდერ ადამიანებს, როგორც საფრთხეს ბავშვებისა და მამაკაცებისთვის/ქალებისთვის, როგორც სქესისთვის.

თავდასხმის კიდევ ერთი ხაზია მტკიცება, რომ ტრანსგენდერი ადამიანები და „LGBTIQ+/გენდერული იდეოლოგია“ გამოიწვევს ოჯახის ფენომენის განადგურებას. მაგალითად, პრო-კრემლისტური მედია საშუალება, რომლის სამიზნეა იტალიის აუდიტორია, ამტკიცებს, რომ ტერმინებმა „მშობელი #1“ და “მშობელი #2“ ჩაანაცვლა დედა და მამა, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დანგრევის მიზნით. პრო-კრემლისტური მედიასაშუალებები ამ დეზინფორმაციულ ნარატივს LGBTIQ+ თემის შესახებ თუთიყუშივით იმეორებს, რაც თავად პუტინმაც განაცხადა რამდენიმე თვის წინ.

„კულტურული ომის“ თემებზე პრო-კრემლისტური მედიასაშუალებები შიდა აუდიტორიებისთვისაც აპელირებენ, თუმცა ხშირად უფრო უხეში ფორმით. სასარგებლო წესია, რომ ყველა, ვინც უფრო უახლოვდება კრემლს, უფრო დაუფარავად გამოხატავს სიძულვილს LGBTIQ+ ადამიანების მიმართ. გავიხსენოთ „არგუმენტებისა და ფაქტების“ (Аргументы и факты), მოსკოვის მთავრობის მფლობელობაში არსებული ტაბლოიდის, მაგალითი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანადაში ბავშვებს აიძულებენ სქესის შეცვლას და „ყველაფრის მოჭრას, რაც აბიათ“. ამგვარი პირდაპირი ენით ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავენ. ის ხელს უწყობს, როგორც LGBTIQ+ თემის დემონიზებას, ისე დასავლეთის „პერვერტად“ წარმოჩენას.

ტრადიციებისა და ჰეტეროსექსუალობის ბასტიონად რუსეთის წარმოჩენა

პრო-კრემლისტური კომენტატორები იშვიათად უშვებენ ხელიდან რუსეთისა და პუტინის ტრადიციული ღირებულებების დამცველად წარმოჩენის შესაძლებლობას. რუსეთის მთავრობის მიერ მართულმა მედიასაშუალებებმა ფართოდ გაავრცელეს პუტინის მიერ სქესის შეცვლის ქირურგიული ჩარევის აკრძალვის კანონზე ხელმოწერა და დაუსრულებლად აქეს რუსეთის სახელმწიფო „LGBTIQ+ დღის წესრიგისგან“ რუსული საზოგადოების განწმენდის მცდელობის გამო.

პრო-კრემლისტური მედიასაშუალებები, ასევე, რუსეთს წარმოაჩენენ „ტრადიციული ღირებულებების“ დამცველად, რისთვისაც მოჰყვათ მტკიცება, რომ შეწუხებული დასავლელები რუსეთში გადადიან საცხოვრებლად, LGBTIQ+ დღის წესრიგისგან თავის დაღწევის მიზნით. ზოგიერთი მათგანი LGBTIQ+ თემებს ტოტალიტარიზმსაც კი უკავშირებს და აცხადებს, რომ რუსეთი ებრძვის „გლობალურ ტოტალიტარიზმს“, რაც გამოიხატება LGBTIQ+ თემის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებაში.

მორალური ბრძოლიდან რეალურ ომამდე

პრო-კრემლისტური პროპაგანდისტები უკრაინაში ომს — რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას — მორალური ბრძოლის ნაწილად განიხილავენ. ამდენად ბნელ და პარანოიდულ ხედვაში, ნაცისტები და LGBTIQ+ ადამიანები გათანაბრებული არიან, ხოლო ბელარუსული პროპაგანდა რეჟიმის მოწინააღმდეგეებს იხსენიებს, როგორც „ჰომო-ფაშისტურ არარაობებს“. უფრო მეტიც, ზოგიერთი პრო-კრემლისტური მედიასაშუალება ამტკიცებდა, რომ ომი მიმდინარეობს მათ შორის, რომლებიც ამაყად მხარს უჭერენ მასკულინურობას (რუსეთი) და რომელთაც სურთ მორალურობისგან დაცლილი LGBTIQ+ ადამიანები მსოფლიოს სათავეში (უკრაინა და მისი მხარდამჭერები).

პრო-კრემლისტური მედია საშუალებები, რომელთა სამიზნე უკრაინაა, არასდროს იღლება უკრაინელი ტრანსგენდერი ჯარისკაცის დაცინვით — მათ ტერმინებიც კი დანერგეს საზოგადოებაში: „მახინჯი სოდომისტი“ და „უკრაინის სიმბოლო“. დეზინფორმაციის გამავრცელებლები, ასევე, ირწმუნებიან, რომ 50 000 LGBTIQ+ ადამიანი იბრძვის უკრაინის არმიაში, რასაც „უკრაინული საზოგადოების დეგრადაციად“ წარმოაჩენენ.

არცერთ ამგვარ დეზინფორმაციას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. პირიქით, ისინი კრემლის რეალურ „ღირებულებებს“ და კონსპირაციულ ფიქრებს წარმოაჩენს. შედეგად ჩნდება დატყვევებული აზროვნება, რომლის გისოსებიც უფრო ძლიერია, რადგან პატიმრები თავად აგებენ მათ.

კრემლის და სხვა აქტორების მიერ LGBTIQ+ თემის წინააღმდეგ გამოყენებული ნარატივების უკეთ გასაგებად გაეცანით ჩვენს ბოლო ანგარიშს: საგარეო ინფორმაციით მანიპულაცია და ჩარევა (FIMI) LGBTIQ+ ადამიანთა წინააღმდეგ: ადამიანთა უფლებების და მრავალფეროვნების დაცვისთვის საჭირო ანალიზი. აღნიშნული ანგარიში პირველი დოკუმენტია, რომელიც FIMI-სა და უშუალოდ LGBTIQ+ ადამიანების ურთიერთკავშირზე მომზადდა და მოიცავს FIMI-ს შემთხვევებს მთელი მსოფლიოდან. მისი მიზანია თავდაცვის პოზიციაში მყოფი საზოგადოებების დახმარება, რომ უკეთ გაიგონ FIMI-ს არსი, გაეცნონ ტაქტიკებს, მეთოდებსა და პროცედურებს (TTP), რომლებიც გამოიყენება LGBTIQ+ თემის წინააღმდეგ და ადეკვატურად უპასუხონ მათ.

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

    ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      Subscribe to the Disinfo Review

      Your weekly update on pro-Kremlin disinformation

      Data Protection Information *

      The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.