ჩვენ შესახებ

EUvsDisinfo ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) ფლაგმანური პროექტია. ის 2015 წელს შეიქმნა იმ მიზნით, რომ უფრო ეფექტურად ეპასუხა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე სადეზინფორმაციო კამპანიებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ევროკავშირზე, მის წევრ და მეზობელ ქვეყნებზე.

EUvsDisinfo-ს ძირითადი მიზანია საზოგადოების ინფორმირების გაზრდა კრემლის სადეზინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებით და ასევე, მოქალაქეების დახმარება როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, რომ მათ შეძლონ ციფრული დეზინფორმაციისა და მედიამანიპულაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

რას ვაკეთებთ

15 ენაზე მონაცემთა ანალიზისა და მედიასაშუალებების მონიტორინგის გამოყენებით EUvsDisinfo ავლენს, კრებს და სააშკარაოზე გამოაქვს დეზინფორმაციის შემთხვევები, რომლებიც პროკრემლისტური მედიასაშუალებებიდან იღებს სათავეს და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვრცელდება. 2019 წლის მდგომარეობით მონიტორინგის შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს, დეზინფორმაციის გავრცელება ასევე აღმოვაჩინოთ დასავლეთ ბალკანეთში და ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში. გამოვლენილი შემთხვევები (უარმყოფელ მტკიცებულებებთან ერთად) EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში იყრის თავს მსგავსი სახის ერთადერთ, ღია წვდომისა და ძიების ფუნქციის მქონე საცავში — რომელიც ამჟამად პროკრემლისტური დეზინფორმაციის 12 000-ზე მეტ ნიმუშს შეიცავს. მონაცემთა ბაზა და საინფორმაციო ტენდენციების კრებსი ყოველკვირეულად ახლდება. განახლებებისთვის თვალის მისადევნებლად გამოიწერეთ ჩვენი ყოველკვირეული საინფორმაციო გზავნილი: „დეზინფორმაციის მიმოხილვა“.

მონაცემთა ბაზის განახლებასთან ერთად რეგულარულად ვაქვეყნებთ სტატიებსა და ანალიტიკურ მასალებს დეზინფორმაციის მეთოდებისა და პრაქტიკის სფეროებში განვითარების ახალი მიმართულებების შესახებ და ასევე, ვაგროვებთ ინფორმაციას საერთაშორისო კვლევების შესახებ, რომელთაც დარგის განვითარებაში ინოვაციური წვლილი შეაქვს. განყოფილება „არჩევნები“ შეიცავს საგანმანათლებლო მასალებს დემოკრატიული საზოგადოების წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დეზინფორმაციული საფრთხის, არჩევნებში ჩარევის შესახებ.

ჩვენი გუნდი ასევე აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებასთან და მთავრობასთან. ჩვენ სწავლებასა და ინსტრუქტაჟს ვუტარებთ ევროკავშირის დაწესებულებების თანამშრომლებს, წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რეგულარულად გამოვდივართ საერთაშორისო კონფერენციებზე. ჩვენი მასალები მნიშვნელოვანი რესურსია ლიდერი პოლიტიკოსებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებისთვის, ანალიტიკური ცენტრებისა და ჟურნალისტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წაიკითხეთ სიღრმისეული სტატია ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და გაეცანით შეკითხვებსა და პასუხებს ამ ბმულზე.