ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) გუნდი — კომუნიკაციებში, ჟურნალისტიკაში, სოციალურ მეცნიერებებსა და რუსეთის კვლევებში გამოცდილ ექსპერტთა ჯგუფი.

ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ნაწილს, რომელსაც უძღვება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

გაეცანით სიღრმისეულ სტატიას ჩვენი საქმიანობის შესახებ აქ. გსურთ მიიღოთ განახლებები ჩვენი საქმიანობის შესახებ?

EUvsDisinfo არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) ფლაგმანი პროექტი.

ის 2015 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ევროკავშირზე, მის წევრ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებზე გავლენის მქონე რუსეთის ფედერაციის დეზინფორმაციის მიმდინარე კამპანიების უკეთ პროგნოზირებას, მათ მიმართ მოქმედებას და მათზე რეაგირებას.

EUvsDisinfo-ს ძირითადი მიზანია, გაზარდოს კრემლის დეზინფორმაციული ოპერაციების შესახებ ცოდნა და მათი გაგება და დაეხმაროს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ციფრული ინფორმაციისა და მედია მანიპულაციების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში.

EUvsDisinfo, 15 ენაზე მონაცემთა ანალიზისა და მედიის მონიტორინგის სამსახურების გამოყენებით, გამოავლენს, შეკრებს და ამხელს დეზინფორმაციის შემთხვევებს, რომელთა სათავეა კრემლისტური მედია და რომლებიც ვრცელდება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

2019 წლის მდგომარეობით, მონიტორინგის ჩვენმა ინსტრუმენტებმა გამოავლინა დეზინფორმაციის გავრცელება დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში. ეს შემთხვევები (და მათზე რეაგირება) თავმოყრილია EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში — ერთადერთი მოძიებადი, ღია წყაროს ბაზა — რომელიც ამჟამად აერთიანებს კრემლისტური დეზინფორმაციის 12 000-ზე მეტ მაგალითს.

ამასთან, ჩვენ რეგულარულად ვაქვეყნებთ სტატიებსა და ანალიზს დეზინფორმაციის ახალი მეთოდებისა და მიდგომების შესახებ და შევაჯერებთ გამოცდილებას საერთაშორისო კვლევებთან, რომლებსაც წვლილი ინოვაციური სახით შეაქვთ ამ საქმეში.

ჩვენი გუნდი არსებითაც ჩართულია საჯარო და სამთავრობო პროპაგანდაშიც. ჩვენ ვატრენინგებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, წევრი ქვეყნების მთავრობებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებს და რეგულარულად ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებში. ჩვენი პროდუქტები მნიშვნელოვანი რესურსებია პოლიტიკური ლიდერებისთვის, სახელმწიფო სამსახურებისთვის, მკვლევრებისთვის, სწავლულებისა და ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

ზოგადი შეკითხვები

ზოგადი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ელწერილი გამოგვიგზავნეთ.

მედია

მედიასაშუალებებმა შეკითხვებით უნდა მიმართონ EEAS-ის პრესსამსახურს(opens in a new tab).

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

    ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      Subscribe to the Disinfo Review

      Your weekly update on pro-Kremlin disinformation

      Data Protection Information *

      The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.