მოლდოვა

მოლდოვა, მისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, რუსეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულაციისა და დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. მას შემდეგ, რაც მოლდოველებმა პრო-ევროპელი პრეზიდენტი და მთავრობა აირჩიეს, ეს მცდელობები მხოლოდ გაძლიერდა და კრემლი ახლა ჰიბრიდული იარაღის სრულ სპექტრს იყენებს, რათა დაასუსტოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელი შეუწყოს დესტაბილიზაციას. მოლდოვის მიერ 2022 წელს მოპოვებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მისი მუდმივი ბრძოლა დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ მუდმივი სამიზნეა რუსეთისთვის.
აღმოსავლეთის სამეზობლოს სტრატკომის სამუშაო ჯგუფი ახლოდან აკვირდება მედიისა და სადეზინფორმაციო ლანდშაფტს მოლდოვაში. ქვემოთ მოცემულია ჩვენი სტატიების კრებული დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის შესახებ მოლდოვაში.