ჩინეთი

EUvsDisinfo-ს ვებსაიტის ეს განყოფილება წარმოადგენს მასალებს ჩინეთის ინფორმაციით მანიპულაციის გლობალური აქტივობის შესახებ, მათ შორის, აკადემიური და მკვლევარი სტუმრების სტატიებს.
ჩინეთის ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის მეთოდები განსხვავდება და გულისხმობს მრავალ ტაქტიკას, მათ შორის, იძულებითი ხასიათის მეთოდებსაც. ამგვარი ტაქტიკებით ვრცელდება კონსპირაციული ნარატივი, ხორციელდება სადეზინფორმაციო საქმიანობა სოციალური მედიის პლატფორმებზე და გლობალურად ითრგუნება კრიტიკული აზრი, მათ შორის, დაშინებისა და ძალადობის გზითაც. პანდემიამ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ნათელი სურათი მოგვცა არა მარტო ჩინეთის ინფორმაციით მანიპულაციის, არამედ საინფორმაციო ველზე მის რუსეთთან ალიანსის შესახებ — ჩინეთის სამთავრობო მედია და სოციალური ქსელების სამთავრობო არხები წარმოადგენენ პლატფორმას სანქცირებული რუსული არხებისთვის და ემსახურებიან კრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელების გამარტივებას.