
ბელარუსი

2020 წლის აგვისტოში, ბელარუსი ხალხი ქუჩაში გამოვიდა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. მოძრაობა მალევე იქცა ქვეყნის ისტორიაში უდიდეს პროტესტად და საბოლოოდ მაინც ძალით ჩაახშეს — დააპატიმრეს, სცემეს და სასამართლო დევნა წამოიწყეს ათასობით დემონსტრანტის მიმართ. ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის გაძლიერებული დეზინფორმაციული კამპანია კვლავ მოქმედებს ბელარუსი ხალხის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ბელარუსის სამთავრობო მედია თანამონაწილე იყო ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად გატარებული უმკაცრესი ზომებისა. ნაძალადევი, ტელევიზიით გადაცემული „აღიარებები“ პოლიტიკური პატიმრების მხრიდან მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ გახდა სამთავრობო მედია ბელარუსის სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის ნაწილი. ჩვენ ასევე ვაკვირდებოდით, როგორ ეხმარება სამთავრობო მედია ბელარუსის ოფიციალურ პირებს ევროკავშირში მიგრაციის იარაღად ქცევის საქმეში. უფრო მეტიც, ლუკაშენკას რეჟიმი და მისი მედია აპარატი ჩართულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერაში. ბელარუსულმა უწყებებმა რეპრესიები დაიწყო სოციალურ მედიაშიც. მაგალითად, ბევრი ცნობილი დამოუკიდებელი Telegram არხი „ექსტრემისტულ მასალად“ გამოცხადდა.
ამავდროულად, კრემლისტური მედია აგრძელებს სადეზინფორმაციო კამპანიის მხარდაჭერას ბელარუსში, განზრახ ადანაშაულებს დასავლეთს „ფერადი რევოლუციის“ ხელშეწყობაში, ამტკიცებს რა, რომ ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიცია „დასავლეთის მარიონეტი იყო“ და დემოკრატიული ძალების მომხრეებს „ზმაგარების“, ექსტრემისტების, ტერორისტებისა და ნაცისტების იარლიყებს აწებებს.
აღმოსავლეთის სამეზობლოს სტრატკომის სამუშაო ჯგუფი ახლოდან აკვირდება მედიისა და სადეზინფორმაციო ლანდშაფტს ბელარუსში. ქვემოთ გთავაზობთ სტატიების ნაკრებს დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის შესახებ, რომელთა სამიზნეა ბელარუსის დემოკრატიული ძალები და რომლებიც სათავეს იღებს ლუკაშენკასა და პუტინის დეზინფორმაციის სისტემიდან.


ბელარუსში რეჟიმის მსახურ მედიას 1000-ზე მეტი პატიმარი ეცოტავება

ფერადი რევოლუციები ისევ არ წყდება, ტომი 2: როგორ აშუქებდა პროკრემლისტური მედია ყაზახეთსა და ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს

ვინ არის დამნაშავე?
