აღმოსავლეთ პარტნიორობა

2009 წელს შექმნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროპის კავშირს (EU), მის წევრ სახელმწიფოებსა და ექვს მეზობელ ქვეყანას შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.
აღმოსავლეთ პარტნიორობა და მისი წევრი ქვეყნები მასობრივი სადეზინფორმაციო კამპანიების სამიზნეა, რომლებიც ხელს უშლის ამ ინიციატივისა და მისი უპირატესობების შესახებ ჭეშმარიტი და გადამოწმებული ინფორმაციის მოქალაქეებამდე მიტანას. ვებსაიტის ამ განყოფილებაში აღმოსავლეთის სამეზობლოს სტრატკომის სამუშაო ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას დეზინფორმაციისა და მითების აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული მაგალითების შესახებ.