
აფრიკა

სუბსაჰარულ აფრიკაში, მზარდი ტექნოლოგიური პროგრესისა და ინტერნეტის ყოვლისმომცველობის ეპოქაში, რუსულმა ცრუ ნარატივებმა წალეკა საინფორმაციო ველი. ამგვარ ნარატივს, ჯანდაცვისა თუ უსაფრთხოების შესახებ, ავრცელებს უამრავი ვირტუალური აქტორი, რომლებიც რუსეთის ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) მძლავრი ძალისხმევის ნაწილია.
რუსეთმა, ბოლო ნახევარი დეკადის განმავლობაში, განავითარა დეზინფორმაციული ეკოსისტემა, რომელშიც გაყალბებული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ხშირად ჩრდილავს დამოუკიდებელ და სარწმუნო ჟურნალისტიკას აფრიკის მრავალ ქვეყანაში. დასავლეთის წინააღმდეგ ინფორმაციით მანიპულაციის გამოყენების სივრცის მიღმა ეს მზაკვრული საქმიანობა ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების საფუძველს უქმნის.
სანამ რუსეთი და მისი ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) ინდუსტრია ამტკიცებს, რომ კრემლი განსაცდელში მყოფი ხალხების უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების ერთადერთი გარანტია, სინამდვილე მკვეთრად განსხვავებულ სურათს ხატავს — უსაფრთხოება და სტაბილურობა რეალურად სუსტდება. აღნიშნული არამარტო ხაზს უსვამს რუსეთის უუნარობას, შეასრულოს აღებული ვალდებულებები, არამედ ნათლად გვაჩვენებს მათი შესრულების გულწრფელი განზრახვის არარსებობას.
ეს EUvsDisinfo-ს ვებსაიტის ეს სექცია ეთმობა აფრიკაში რუსეთის ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) საქმიანობის შესახებ მასალებს, რომლებიც ეფუძნება EEAS-ის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მკვლევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების ცოდნას. აღნიშნული, ასევე, გამოააშკარავებს ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) კრემლისტურ შემთხვევებს კონტინენტზე, დამყარებულს ღია წყაროს მონაცემებზე.
