უკრაინა

კრემლმა ინფორმაციით მანიპულაციისა და დეზინფორმაციის შეტევები უკრაინაზე სრულმასშტაბიან შეჭრამდე (2022 წლის 24 თებერვალი) დიდი ხნით ადრე დაიწყო. რუსეთის მთავრობის მიერ მართული, უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის ეკოსისტემა, წლების განმავლობაში, მინიმუმ 2014 წლიდან, ავრცელებდა მითებსა და ყალბ საბაბებს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია მთლიანი დეზინფორმაციის 40%-ს შეადგენს და ყველა მათგანი ჩვენს მონაცემთა ბაზაში ინახება.

უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწია არამარტო რუსეთის სასტიკ დარტყმებს, არამედ პირუთვნელად იცავს თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებს — აჩვენებს რა მსოფლიოს შემართების ნამდვილ მნიშვნელობას. ამას გარდა, უკრაინა მედგრად დაუხვდა კრემლის დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის უპრეცედენტო მასშტაბის კამპანიას, რომელიც რუსეთის მიერ წამოწყებული დანაშაულებრივი ომის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, ის არც რუსული ტყუილების წინააღმდეგ ბრძოლაში იშურებს ძალისხმევას.

ბევრმა თვემ განვლო პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „სამდღიანი ომის“ გაჩაღებიდან, ელოდებოდა რა პუტინი სწრაფ გამარჯვებას ან საკუთარი ტყუილებისა და პროპაგანდის იწამა. სამწუხაროდ, ომი გრძელდება როგორც საბრძოლო ველზე, ისე — საინფორმაციო სივრცეში. EUvsDisinfo-მ მოამზადა ომის პირველ 100 დღეში გავრცელებული კრემლის ტყუილების მიმოხილვა და კვლავ აგრძელებს კრემლის დეზინფორმაციის მონიტორინგსა და ანალიზს დეზინფორმაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაში. მაგალითად, აქ ჩვენ ვამხელთ თორმეტ მითს რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ.

No posts found.

კატეგორიები

`

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

    ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      Subscribe to the Disinfo Review

      Your weekly update on pro-Kremlin disinformation

      Data Protection Information *

      The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.